tipsbladet.dk: "რანდერსი" საბა ლობჟანიძის გაყიდვას შეეცდება

AutoSharing Option
დანიურმა tipsbladet.dk-მ წერილი მიუძღვნა "რანდერსის" შემტევ საბა ლობჟანიძეს და აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ ორ კვირაზე მცირე დროში კლუბი მის გაყიდვას შეეცდება. გამოცემასთან ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა გააკეთა:

"თუ საქმეს წმინდა სპორტული კუთხით შევხედავთ, ის შემადგენლობა გვყავს, რომელიც გვინდა გვყავდეს. თუმცა, ფეხბურთელთა გაყიდვა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ვიმედოვნებ, რომ ლობჟანიძის ტრანსფერი მალე განხორციელდება. საბას სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ ამ ტრანსფერით დაინტერესებულნი ვართ".

საბას "რანდერსთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება და თუ ახლა ვერ
გაასხვისეს, ხელშეკრულების გაგრძელებას შესთავაზებენ, რათა მისი გაყიდვა მომავალში მოახერხონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საბაა თუ პორთოსი.
ddgfdf
04:02 21-08-2019
0
ერთი ამის ტრანსფერს არ დაადგა საშველი და ერთი კიდე ნეიმარის.მართლა გჯერათ,რო ვინმეს უნდა ამის ყიდვა??? მე სხვანაირად ვიცი როცა ფეხბურთელის ყიდვა უნდა გუნდს.
დ.გ
19:31 20-08-2019
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული