"რუბინის" ქართულმა ტრიომ სანაძლეო წააგო და ავტომობილი გარეცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გადახალისებული "რუბინი" მიმდინარე სეზონში წარმატებულად ასპარეზობს, რაშიც დიდი დამსახურება ქართულ ტრიოს (ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე) მიუძღვის.

გუნდში მეგობრული და საბრძოლო განწყობა მწვრთნელმა რომან შარონოვმა შექმნა და ფეხბურთელები ვარჯიშებზე ხალისობენ კიდეც.

kazanfirst.ru იტყობინება, რომ ჩვენებურები პენალტების სერიაში შეეჯიბრნენ მეკარე ივან კონოვალოვს - წაგებულებს ავტომობილი უნდა გაერეცხათ.

დავითაშვილმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა, მიქელთაძემ და კვარაცხელიამ კი - ვერა და შარონოვმა მათ მანქანის გარეცხვა აიძულა.

საიტი აღნიშნავს, რომ ქართველებს რეაბილიტაციის საშუალება სულ მალე მიეცემათ - კვირას, 25 აგვისტოს რუსეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში,
გასვლაზე "როსტოვთან".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვიდეოს რო ვუყურებდი დარწმუნებული ვიყავი რო ძაან ცუდი კომენტარები იქნებოდა, უარყოფით. კარგია რო ეგრე არ მოხდა :დ
დარაბა
15:49 22-08-2019
1
:-)
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული