კარლოს ველას შედევრი - ქართველების "სან ხოსე" ლიდერთან განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს დილით, MLS-ის 26-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა "ლოს ანჟელესმა" "სან ხოსეს" კალიფორნიულ დერბიში 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ერთ-ერთი კი ნამდვილი შედევრი გამოდგა.

კარლოს ველამ "ერსქვეიქსის" 4 ფეხბურთელი მოატყუა, მეკარე და მცველი დააწვინა და გოლი ისე გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელებმა - ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს. ვაკოს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. ერთ მომენტში საჯარიმოს მცირე მონაკვეთზე 3 ფეხბურთელი მოატყუა, თუმცა მეკარემ არ დაანება გატანა.

თავის გამოჩენის შანსი გურამ კაშიასაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის დარტყმა კარს
ასცდა. აღსანიშნავია, რომ "სან ხოსემ" კარისკენ 21-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

ქართველების კლუბმა ზედიზედ 3 შეხვედრა გამართა გასვლაზე და 3-ვე წააგო. შემდეგი 2 შეხვედრა "სან ხოსეს" სახლში ელოდება. 25 აგვისტოს "ვანკუვერს" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ სექტემბერს - "ორლანდო სიტის".

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვირკველია - დვალი ასეთი უნდა იყოს აწი ძირითადი.. კაშია ზამენაზე აშკარად
ზუზუ
12:33 22-08-2019
1
და რატომ ავრცელებთ ესეთ ცრუ ინფორმაციას, შეიძლება ველამ მეკარე მართლაც დააწვინა, მაგრამ არა მცველი, მცველმა უბრალოდ ზეცაში ცისარტყელა დაინახა და ამიტომ წამოწვა, რომ ცქერით დამტკბარიყო
llcl
10:54 22-08-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული