დღეს დილით, MLS-ის 26-ე ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა "ლოს ანჟელესმა" "სან ხოსეს" კალიფორნიულ დერბიში 4 უპასუხო გოლი გაუტანა და ერთ-ერთი კი ნამდვილი შედევრი გამოდგა.
კარლოს ველამ "ერსქვეიქსის" 4 ფეხბურთელი მოატყუა, მეკარე და მცველი დააწვინა და გოლი ისე გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელებმა - ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს. ვაკოს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. ერთ მომენტში საჯარიმოს მცირე მონაკვეთზე 3 ფეხბურთელი მოატყუა, თუმცა მეკარემ არ დაანება გატანა.
თავის გამოჩენის შანსი გურამ კაშიასაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის დარტყმა კარს ასცდა. აღსანიშნავია, რომ "სან ხოსემ" კარისკენ 21-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.
ქართველების კლუბმა ზედიზედ 3 შეხვედრა გამართა გასვლაზე და 3-ვე წააგო. შემდეგი 2 შეხვედრა "სან ხოსეს" სახლში ელოდება. 25 აგვისტოს "ვანკუვერს" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ სექტემბერს - "ორლანდო სიტის".