ქართველების "სან ხოსემ" მოიგო, კაშიასა და ვაკოს გატანამდე ცოტა დააკლდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 აგვისტოს დილით გაიმართა ამერიკული MLS-ის 27-ე ტურის შეხვედრები და ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ქართველების "სან ხოსე ერსქვეიქსმა" საკუთარ მოედანზე "ვანკუვერი" დაამარცხა - 3:1.

ამ შეხვედრაში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ვაკო ყაზაიშვილსა და გურამ კაშიას გოლების გატანა შეეძლოთ, თუმცა სტუმართა მეკარემ ორივეს დარტყმის დროს საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთის მოგერიება შეძლო. კაშია მატჩის სრულად ჩაატარა, ვაკო 70-ე წუთზე შეცვალეს, როცა "სან ხოსე" 2:1-ს იგებდა.

ამ გამარჯვებით კალიფორნიული კლუბი დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზეა და პეი-ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებს. "სან
ხოსე" მეორე ადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ მატჩს ქართველების გუნდი 1 სექტემბერს, ისე სახლში გამართავს. "სან ხოსეს" მეტოქე "ორლანდო სიტი" იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული