პოლონური პრესა: გვილია შევიდა და "ლეგიას" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 აგვისტოს ვარშავის "ლეგიამ" პოლონეთის ეკსტრაკლასაში მე-5 შეხვედრა ჩაატარა "ლოძის" წინააღმდეგ და ვაკო გვილიას დიდი წვლილის წყალობით მოახერხა გამარჯვების მოპოვება - 3:2.

გვილიამ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო (მწვრთნელმა "რეინჯერსთან" თამაშის წინ დაასვენა) და მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, როცა "ლოძმა" მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრაში მეორედ დაწინაურდა (2:1).

eurosport.pl წერს: "მრავალმხრივად ძლიერი გვილია მოედანზე შევიდა და "ლეგიას" გამარჯვებისკენ გაუძღვა".

მართლაც ასე მოხდა, ვარშავულმა კლუბმა დარჩენილ დროში 2 გოლი გაიტანა და ორივე მომენტში მონაწილეობა ქართველმა ნახევარმცველმა მიიღო.

ძალიან სასიხარულოა, რომ მოახლოებულ სანაკრებო
შეხვედრებს ვაკო გვილია შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ხუთშაბათს, 29 აგვისტოს, "ლეგიას" "რეინჯერსთან" ელოდება საკმაოდ რთული დაპირისპირება გლაზგოში. იმედია, ვაკო იქაც შეძლებს საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანას.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაისმა თავის დროზე სწორედ რომ გვლიაზე ააწყო ნაკრები, ყველა შეტევას გვილია იწყებდა, ეს ყველფერი იმ ქაოტური, ბევრი, ვინ იცის რამდენი მწვრთნელის ხელში გამოვლილი ნაკრებების შემდეგ, როცა ვერ გაიგებდი რა ფეხბურთს თამაშობდა საქართველოს ნაკრები, ეს თავიდან მას კარგად გამოსდიოდა, მერე არ ვიცი რატომ წავიდა რეგრესისკენ, ძალიან კარგია, დროზე მიხვდა, რომ მარტო ნიჭი არაფერია, შრომის გარეშე, პოლონეთი დიდი ვერაფერი ჩემპიონატია, მაგრამ ასეთი გამოკვეთილი ლიდერობა ჩემპიონ კლუბში, რაღაცას ნაღდად ნიშნავს. დიდი ძალაა ჩვენთვის ორივე ვაკო და იმედია ასე გააგრძელებენ
ბმბ
21:14 26-08-2019
0
მიხარია ვაკოს წარმატებები პოლონეთში. წინ ვაკო.
Status quo
18:50 26-08-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული