აბურჯანიამ "ტვენტეს" შემადგენლობაში პირველი სრული მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ პირველი სრული მატჩი ჩაატარა ახალი კლუბის შემადგენლობაში და "ტვენტეს" ახალგაზრდული გუნდის რიგებში "ვიტესის" წინააღმდეგ ითამაშა (1:1).

გასვლით შეხვედრაში აბურჯანიამ მთავარი კლუბის 3 წევრთან ერთად ითამაშა სარეზერვო გუნდში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აბურჯანიამ "ტვენტეს" მაისურით 90 წუთი ითამაშა.

გიორგი გუნდს სხვა ფეხბურთელებთან შედარებით გვიან შეუერთდა და თან, გარკვეული დრო მოცდა მოუწია, სანამ თამაშის უფლებას დართავდნენ. ამის შედეგად, სეზონის დასაწყისს კარგ ფორმაში ვერ შეხვდა. სწორედ სათამაშო რიტმთან შესაგუებლად მიიღო მონაწილეობა სარეზერვო გუნდის თამაშში.

გიორგიმ ჯერჯერობით ერედივიზიონში 53
წუთი ითამაშა და იმედია, მომავალ შეხვედრაში უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. შემდეგი მატჩი "ტვენტეს" სახლში ელოდება "უტრეხტთან". თამაში 1-ელ სექტემბერს გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 2 /
და ნაკრებში რატომ გამოიძახეს? ფორმაში რომ შევიდეს?
kaira
15:25 27-08-2019
1
არა , იმიტო რო არავინ არაა უკეთეს ჩემპიონატში დღესდღეობით.

თუ დაუშვილი და ნინუას იმედზე უნდა ვიყოთ
Kairaass
13:41 29-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული