კიდევ ერთი კლუბის ინტერესი? შენგელიას "ქონიასპორში" ტრანსფერის საკითხი გაურკვეველია

AutoSharing Option
თურქული გამოცემა yenimeram-ი აქვეყნებს სტატიას ქართველი გარემარბის, ლევან შენგელიას სავარაუდო ტრანსფერზე თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ქონიასპორში".

sportall.ge გთავაზობთ ტექსტის იმ ნაწილს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ეხება.

"შედგება თუ არა ქართველი შენგელიას ტრანსფერი "ქონიასპორში", გაურკვეველია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კლუბი ფლანგის ფეხბურთელების განახლებას აპირებს, გუნდი შესაძლოა ფეხბურთელებმა დატოვონ და ახლებიც მოვიდნენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ტრანსფერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროგნოზირებადი იყო, განვითარების ახალ ეტაპზე ჯერ არ გადასულა. ბაიჩმა, ალპერ ულუდაღმა, ანჩიჩმა და მიამ უკვე გააძლიერეს თავიანთი პოზიციები და მოსალოდნელია, რომ ფლანგის ფეხბურთელის
შეძენით სატრანსფერო საქმიანობა კლუბმა დაასრულოს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან შენგელიას სხვა უცხოურ კლუბთან აქვს კონტაქტი, თუმცა ამ გუნდის სახელი არ ხმაურდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ტრანსფერის შესახებ აიკუტ კოჩამანი ("ქონიასპორის" მთავარი მწვრთნელი) მიიღებს. ამის ფონზე, ლევან შენგელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და დანიის წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადება.

23 წლის ქართველმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და გასულ ტურშიც გამოიჩინა თავი. გასულ სეზონში შენგელიამ 25 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს ფეხბურთელზე ძალიან კარგად მეტყველებს."

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან შენგელიას გადაბირებით ლა ლიგა 2-ის ორი კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა "კადისისა" და "ტენერიფეს" ვარიანტები ეტაპობრივად გამოირიცხა და რეალური სწორედ "ქონიასპორის" ვარიანტი ჩანდა.


მკითხველის კომენტარები / 5 /
კაზახეთი ან კიპრი, თუმცა რუბინი აგერ არაა?
ვასო
09:40 30-08-2019
2
სხვისი არ ვიცი,მე ამ ბიჭის მაგრად მჯერა.კიდევ ნინუა მომწონს ძალიან.ალბათ კაცი არა ჰყავთ და ჯერ ნაკრებში არ ათამაშებენ.სამაგიეროდ ხო გვყავს დაუშვილი.ისე იქნებ ძველი სასტავი დაებრუნებინა ნაკრებში ვაისს? ლობჟანიძე,ხუბუტია,კობახოძე,გელაშა...ხარაიშვილი გყავდეს და არ ათამაშებდე,ვფიქრობ და ვერ გამიაგია...მოკლედ ბატონო ვლადომერ ვლადიმეროვიჩ-ტი ქტო ტაკოი,დავაი იდი გულიაი დასვიდანია...
Jordan Beli
09:03 30-08-2019
0

სიახლეები პოპულარული