გიორგი მაკარიძის 4-დან მე-3 მშრალი მატჩი პორტუგალიაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვიტორია სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის პრიმიერა ლიგის მე-4 ტურში "ჟილ ვისენტესთან" გამართულ გასვლით შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა და თავის გუნდს ქული მოპოვებაში დაეხმარა- 0:0.

4 ჩატარებული ტურიდან ეს გიორგი მე-3 შეხვედრა იყო, რომელშიც გიორგი გოლი არ გაუშვა. ერთადერთ მატჩი, რომელშიც მაკარიძემ საკუთარ კარში გოლები მიიღო, "პორტუსთან" გამართული თამაში იყო. იმ შეხვედრაში "პორტუს" ფეხბურთელებმა "ვიტორიას" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა გიორგის სინდისზე მხოლოდ 1 ბურთი იყო. თუმცა ამის გარდა, იმავე შეხვედრაში რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი გუნდი გაშვებულ გოლებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაკარიძე ეროვნულ გუნდში გამოიძახა სამხრეთ კორეასა და დანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის. სასიხარულოა, რომ ქართველი მეკარე მოახლოებულ შეხვედრებს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თვითონ ხომ დახიეს მეტოქის ბადეები. უსახურ ფეხბურთს თამაშობს მაკარიძის გუნდი.
ალიოხა
02 სექტემბერი 2019 04:56
0
მაინც ლორიას ჩააყენებს კარებში ...სადაც ჯერ საზონი არც დაწყებულა ნორმალურად ...მივალთ ისევ კიდევ ერთ უსამართლობასთან....მაგრამ არა უშავს ჩვენ უკვე მიჩვეულნი ვართ
მერე რა
01 სექტემბერი 2019 15:39
1

სიახლეები პოპულარული