შვედეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონში მე-5 გოლი გაიტანა ქართველმა შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა.
ამჯერად, გიორგიმ "სუნდსვალის" დამწუხრება გასვლით შეხვედრაში მოახერხა.
მატჩი გიორგის გუნდმა "გეტებორგმა" ანგარიშით 2:0 მოიგო.
ხარაიშვილს, გატანილი 5 გოლის გარდა, შვედეთის ჩემპიონატში 7 საგოლე პასი აქვს.
აღსანიშნავია ის, რომ მომავალი ორი შეხვედრისათვის სამხრეთ კორეასა და დანიასთან ვლადიმირ ვაისმა გიორგი ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ნათქვამი იყო, რომ ხარაიშვილს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
რასაკვირველია,კარგი მატჩები ჰქონდა მთელს გუნდს,მაგრამ ჩაკვეტაძემ "გააკეთა" მნიშვნელოვანი თამაშები და საჭირო დროს ლიდერის ფუნქცია მოირგო.
მაგრამ... ძალიან კარგი თაობის პერიოდი გვაქვს და მათი პოტენციალის არ და ვერ გამოყენება სწორად,სრულყოფილად და მართებულად - ეს მართლა ან არაკომპეტენტურობაა(რაც გასაკვირია),ან ჯიბრში ჩადგომაა...
იმას ვგულისხმობ,რომ მშვენიერი თაობაა ახლა და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ,რომ ნაკრებს გაცილებით უკეთესი თამაშისა და შედეგის ჩვენება შეუძლია!