ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავამ მხარი ამოიგდო და საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ვარჯიშზე მხარი ამოიგდო და 2-3 კვირა მოუწევს უქმობა, - ეს ინფორმაცია დონეცკური გუნდის მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ გააჟღერა.

ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატში, "ოლიმპიკთან" დღეს მოგებულ მატჩში (4:0) არ მიუღია მონაწილეობა და როგორც ua-football.com-ს განუცხადა, ალბათ, საქართველოს ნაკრებს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ხოჭოლავა სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებთან თამაშებისთვის ჰყავდა გამოძახებული.

ასევე დაგაინტერესებთ