ლუკა ზარანდიამ პენალტი მოინადირა - "ზულტე ვარეგემმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
პირველ სექტემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლუკა ზარანდიას "ზულტე-ვარეგემმა" საკუთარ მოედანზე" 2:0 სძლია "ანტვერპენს".

35-ე წუთზე ზარანდია მეტოქე გუნდის ნიგერიელ მცველ სეკს გასცდა, პირისპირ გასვლისას მეკარე ტიონკენსმა მოცელა და პენალტით მეორე გოლი დე ფაუვმა გაიტანა.

ლუკა 75-ე წუთზე შეცვალეს. თავად ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაუტანია, მისმა გუნდმა კი უხეირო სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა, 10 ქულით მერვე ადგილზეა და 14 სექტემბერს სტუმრად "ეუპენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაისზე რა ტყუილი ვთქვი დისლაიკს რო დააჭირეთ, არასწორები
irakli
02 სექტემბერი 2019 13:36
0
შენ გენაცვალე ლუკა. მალე გოლებიც მიაყოლე. წარმატებები.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
02 სექტემბერი 2019 09:23
0
დუბლი რო გაიტანოს ყველა თამაშში ვაისი მაინც არ გამოიძახებს, უთამაშებელი ფეხბურთელი ურჩევნია მაგას, თამაშის მერე იტყვის ფეხბურთელები არ მყავსო მაგ არასწორმა
irakli
02 სექტემბერი 2019 09:02
2

სიახლეები პოპულარული