ლევან შენგელიამ "კონიასპორთან" კონტრაქტი გააფორმა - ნახეთ, როგორი ვიდეორგოლი მიუძღვნეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კონიასპორმა" ლევან შენგელიასთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა.

შენგელიამ თბილისის "დინამო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, დღეს შუადღით ჩავიდა კონიაში, მედშემოწმება გაიარა და 2+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმეს.

შენგელიას 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"იმ მომენტიდან, რაც აქ ჩამოვედი, გაოცებული დავრჩი ინფრასტრუქტურითა და სტადიონით. წარმომიდგენია, როგორი ატმოსფერო მელის. ტრანსფერამდე ცოტა ხნით ადრე ნაკრებში მიხმეს. ყველაფერ ამით აღფრთოვანებული ვარ.

ეროვნული გუნდის მატჩების დასრულებისთანვე ჩამოვალ და საქმეს შევუდგები. ძალიან თბილად შემხვდნენ. ამისათვის მადლობელი ვარ. ჩემი ერთადერთი მიზანია, ყველაზე მაღალ დონეზე გუნდისათვის სასარგებლო ვიყო. მივესალმები
გულშემატკივრებს და მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ ვინმემ გაიგეთ იდეა რაა ამ კლიპის, დაპოსტეთ.
ნათია
23:40 02-09-2019
3
ეეე ბიჯო, ჩვენი გაპრანჭული, შუშებიანი, გამჭვირვალე პარლამენტი, აქ სად წამოუღიათ? საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან (იმერეთის გუბერნია) გადაუტანიათ ქალაქ ქონიაში (სელჩუქლუს რაიონში)?

eheeeiy
22:41 02-09-2019
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული