ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ცნობილია, თუ რა თანხას გამოიმუშავებს ლევან შენგელია ხელფასის სახით "ქონიასპორში"

AutoSharing Option
თურქული გამოცემა Fanatik-ის მიხედვით, "ქონიასპორში" გადასული ლევან შენგელია ხელფასის სახით წელიწადში, ბონუსების გარეშე, 300 000 ევროს მიიღებს.

"ქონიასპორს" სეზონის დასაწყიში ფლანგის გაძლიერება სურდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აიკუტ კოჯამანმა კლუბის ხელმძღვანელობას ლევან შენგელიას გადმობირებაზე მუშაობა მოსთხოვა.

კლუბმაც შეასრულა მწვრთნელის სურვილი და ქართველ ფეხბურთელთან 2+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიას მსურველები ესპანეთის ლა ლიგა 2-დანაც ჰყავდა, ქართველმა გარემარბმა მაინც თურქეთის სუპერლიგაში თამაში არჩია.

აქვე, არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა დარჩენის შემთხვევაში ხელფასის სახით შენგელიას 15 000-20 000 დოლარის ფარგლებში
სთავაზობდა.