ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელიამ ახალ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
11 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან შენგელია ეროვნული გუნდის თამაშების შემდეგ თურქეთში ჩავიდა და თავის ახალ კლუბ "ქონიასპორში" პირველი ვარჯიში ჩაატარა.

"ქონიასპორი" თურქეთის სუპერლიგის მატჩისთვის ემზადება. 15 სექტემბერს, მე-4 ტურში "ქონიასპორი" გასვლაზე "დენიზლისპორს" ეთამაშება, რომელიც მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია. ხოლო "ქონიამ" 3-ვე მატჩი ფრედ ითამაშა.

თურქული გამოცემა hakimiyet-ი წერს, რომ ლევან შენგელია მწყობრშია და მთავარ მწვრთნელ აიტუკ კოჯამანისაგან შანსს ელოდება. გამოცემისვე მიხედვით, ლევან შენგელია "დენიზლისპორის" წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს და ის მოედანზე მეორე ტაიმში შევა.

შენგელია "ქონიასპორს" თბილისის "დინამოდან" შეუერთდა და
კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. ვლადიმირ ვაისმა ახალგაზრდა შემტევი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ლევანს სამხრეთ კორეასა და დანიასთან არ უთამაშია.