ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ესპანურმა fichajes.net-მა რუსეთში დავითაშვილი და კვარაცხელია გამოარჩია - უკეთეს ლიგებში შეუძლიათ თამაში

AutoSharing Option
ესპანურმა fichajes.net-მა რუსეთის პრემიერლიგის 5 ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს შორის "რუბინის" შემტევები - ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

"რუსეთის პრემიერლიგა დონით ევროპაში მეექვსე ადგილზეა და ფრანგულ ლიგა-1-ს ჩამორჩება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კარგი მოთამაშეები სატრამპლინოდ ირჩევენ და აგრეთვე, ამას ეკონომიკური მხარე განაპირობებს.

ასე და ამგვარად, უკვე გამოიკვეთნენ ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც უახლოეს წლებში თავიანთი გუნდების ლიდერები გახდებიან. რატომაც არა, მათ მალე უეფას კოეფიციენტით უფრო მაღალ ლიგებში შეუძლიათ თავი წარმოაჩინონ.
დავითაშვილი: "ქართველი "რუბინის" მარჯვენა ფრთის ბატონ-პატრონი გახდა, რომელმაც გასული სატრანსფერო ფანჯრისას
მასზე არჩევანი ნიჭიერების გამო გააკეთა, რათა სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში კარგი ნახევარმცველის საშუალებით უპირატესობა მოეპოვებინა".

კვარაცხელია: "ეს კიდევ ერთი ქართველი ტალანტია. მან, თანამემამულისგან განსხვავებით, "რუბინში" მნიშვნელოვანი როლი ვერ მოიპოვა, მაგრამ რუსულ გუნდში ადგილი დაიმსახურა".

გამოცემამ პერსპექტიულთა შორის აგრეთვე ვადიმ კარპოვი (ცსკა), დანილ ვედერნიკოვი (როსტოვი) და ლამეკ ბანდი (ტულის არსენალი) დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ