ლეგიონის უქმეები: მხოლოდ ორი ქართველი გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის შედეგიანი არ გამოდგა. მხოლოდ ერთი საგოლე პასი დაფიქსირდა რუსეთში და ერთიც პოლონეთში.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (სრული მეორე ტაიმი ითამაშა) "სარაგოსამ" "მირანდესს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (90 წუთი) "როდეზმა" სტუმრად "კლერმონს" მოუგო - 1:0.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო) "ტვენტე" შინ "ვილემთან" დამარცხდა - 0:1.

ბელგია
ჟუპილერ ლიგა. ლუკა ზარანდიას (სათადარიგო) "ვარეგემი" სტუმრად "კორტრაიკთან" დამარცხდა - 0:2. გიორგი ქვილითაიას (73-ე წუთზე შევიდა და გიორგი ჩაკვეტაძის (ტრავმა) "გენტმა" კი შინ 2:0 "ბევერენს" მოუგო.

პროქსიმუს ლიგა. გიორგი ბერიძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "ლოკერენი" "ვესტერლოსთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტმა" შინ "ვირტონს" 2:1 მოუგო. ბექა ვაჩიბერაძის (არ უთამაშია) "ლომელმა" "ლუვენს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პორტუგალია
თასი. გიორგი მაკარიძის (90 წუთი) "სეტუბალი" "აგუიაშს" ესტუმრა, 5:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძის (არ უთამაშია) "ციურიხი" "ლუგანოს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ოთარ კაკაბაძის (90 წუთი) "ლუცერნმა" "სიონს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი) "შტურმი" შინ ლიდერ "ზალცბურგს" 1:1 დაუზავდა.

2 ლიგა. ლევან ელოშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "კაპფენბერგმა" "გრაცერს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო.

პოლონეთი
ეკსტრაკლასა. ვატო არველაძის (სათადარიგო) "კორონა" შინ გიორგი მერებაშვილის (სათადარიგო) "პლოცკთან" დამარცხდა - 0:1. ვაკო გვილიას (მე-80 წუთზე შევიდა) "ლეგიამ" ვარშავაში "ლეხი" დაამარცხა - 2:1. დავით სხირტლაძის "არკამ" შინ გდანსკის "ლეხიასთან" 2:2 ითამაშა. მეორე გოლი სხირტლაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გავიდა. ქართველმა 90 წუთი ითამაშა.


დანია
სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგი" "კოპენჰაგენს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი) "პანიონიოსმა" "ასტერასს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

თურქეთი
1 ლიგა. გიორგი არაბიძის (არ უთამაშია) "ადანასპორმა" "ისტანბულსპორს" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

ჩეხეთი
1 ლიგა. ანდრო გიორგაძისა (არ უთამაშია) და ვახტანგ ჭანტურიშვილის (არ უთამაშია) "ზლინი" შინ "მლადა ბოლესლავთან" დამარცხდა - 0:2.

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (90 წუთი) "მეზოკოვეშდი" შინ ლიდერ "მოლ ფეჰერვარს" დაუზავდა - 0:0. ლაშა დვალის (ტრავმა) "ფერენცვაროშმა" შინ 1:0 მოუგო "უიპეშტს".

რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის (90 წუთი) "ვოლუნტარი" სტუმრად "ჰერმანშტადტს" დაუზავდა - 0:0.

ფინეთი
იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (არ უთამაშია) ტპვ-მ ქართველის ყოფილ გუნდ კტპ-ს უმასპინძლა და 1:0 მოუგო.

კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის (77-ე წუთზე შეცვალეს) "პარალიმნიმ" "ნეა სალამინას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "ომონიას" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ქართველთაგან სასტარტოში მხოლოდ გიორგი ლორია იყო, ნიკა კაჭარავა 87-ე წუთზე გამოჩნდა, ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (90 წუთი) "ვალეტა" "გუდჯას" ესტუმრა და 1:0 მოუგო.

რუსეთი
პრემიერლიგა. საბა კვირკველიას (სათადარიგო) "ლოკომოტივმა" გროზნოში "ახმატი" დაამარცხა - 2:0. ჯანო ანანიძის (სათადარიგო) "სპარტაკი" შინ 0:0 დაუზავდა ქართველთა "რუბინს", რომლის შემადგენლობაშიც სასტარტოში ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც 68-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა; ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ჯიმი ტაბიძის (90 წუთი) "უფამ" ცსკა-ს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. 82-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო მოაწოდეს, ტაბიძემ ბურთი თავით კროტოვს დაუგდო და "უფამ" მატჩში ქულა იხსნა.


გია გრიგალავას (არ უთამაშია) "არსენალმა" კი "სოჩის" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (არ უთამაშია) "სკა-ხაბაროვსკი" შინ "ტომსკს" დაუზავდა - 1:1.

უკრაინა
პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (განაცხადში არ ყოფილა) "შახტარმა" ხარკოვში "კოლოსი" 6:0 გაანადგურა. სანდრო კობახიძის (არ უთამაშია) "დნიპრო-1"-მა სტუმრად "მარიუპოლთან" ითამაშა და 0:1 წააგო.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (არ უთამაშია) "ნემანმა" სტუმრად "სლავია" დაამარცხა - 1:0. აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "ვიტებსკმაც" სტუმრად მოიგო, მინსკის "დინამო" 2:0 დაამარცხა. ლაშა შინდაგორიძის (79-ე წუთზე შევიდა) "შახტიორი" "დნიპროს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ლატვია
ვირშლიგა. გიორგი მჭედლიშვილისა (90 წუთი, გააფრთხილეს) და გუგა ფალავანდიშვილის (მე-80 წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ვენტსპილსმა" შინ ჩემპიონატის ლიდერ "რიგას" მოუგო - 2:1. თამაზ პერტიას "ვალმიერა" "ლიეპაიას" ესტუმრა და 3:2 მოუგო.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველთა "გაბალა" შინ "ყარაბაღს" დაუზავდა - 1:1. მერაბ გიგაურმა (გააფრთხილეს) და დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშეს.

სომხეთი
პრემიერლიგა. ლევან მაჭარაშვილის (90 წუთი) "ლორი" "ალაშკერტს" ესტუმრა და 1:0 მოუგო.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. ჯაბა კანკავასა (90 წუთი) და ნიკა კვეკვესკირის (ტრავმა) "ტობოლმა" კახა ცხადაძის "ორდაბასის" უმასპინძლა და 1:2 წააგო. ცხადაძის გუნდი მე-4 ადგილზეა, "ტობოლი" მესამემდე დაქვეითდა.

"თუ პირველ 7-8 წუთს არ ჩავთვლით, როცა ამ მოედანს ვეგუებოდით, შედეგი სამართლიანია, ჩვენ მოგება დავიმსახურეთ", - განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ.

ლაშა კასრაძისა (არ უთამაშია) და ელგუჯა ლობჯანიძის (90 წუთი) "თარაზმა" "შახტარს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.

უზბეკეთი
სუპერლიგა. 22-ე ტურში ლაშა თოთაძისა (90 წუთი, გააფრთხილეს) და მათე ვაწაძის (91-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ყიზილქუმმა" სტუმრად "კოკანდს" 2:1 მოუგო და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. ელგუჯა გრიგალაშვილის (90 წუთი) აგმკ-მ სტუმრად "ბუნიოდკორს" მოუგო - 2:0. სტუმრად მოიგო კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანამაც", 1:0 "მეტალურგი" დაამარცხა. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად 4:1 მოუგო "დინამოს". ჯაბა ლიპარტიასა (90 წუთი) და ვილი ისიანის (არ უთამაშია) "ბუხორო" სტუმრად "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 0:2.

ირანი
სპარსეთის ყურის პრო ლიგა. კახა კაკაშვილის (90 წუთი) "ფარსმა" "სანატს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარცხენა მცველი მგონი გაირკვა, ტაბიძე, მარჯვნივ კაკაბაძე, თუმცა მან ჩაწოდებები თუ არ გამოასწორა, კაპიკია მაგისი ფასი, კიტეიშვილი და შენგელია, აი რა მოგვცა შესარჩევმა, ეს სამი კაცი, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ ფაქტიურად მონაწილეობა Dჯგუფში, დიდი ძალაა ჩვენთვის, დანარჩენ ადგილებზე იმდენი ვარიანტი აქვს ვაისს (ფორვარდებში შეზღუდული ვართ), რომ თუ არ გაჭედა სადმე, უპრობლემოდ უნდა გავიდეთ, ჩაკვესთან ერთად სულ სხვა გუნდს ვიხილავთ მოედანზე, ამ ბიჭს საოცარი ტექნიკა აქვს და ვერანაირი კოსოვო და მაგნაირები ვერაფერს დაგვაკლებენ
ბმბ
19:50 21-10-2019
0
ცოტა პეტრიოტიზმია საჭირო პეტრიოტიზმი. აბა რომელი ქვეყნები გადიან რაგბში მსოფლიოზე რეგულარულად?
ddgfdf
15:22 21-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული