ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დავით ხოჭოლავა ზაგრების "დინამოსთან" სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარი" ხარკოვში ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს.

მომავალი მატჩისთვის ხოჭოლავა ემზადება და ua-football.com-ის ვარაუდით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

C ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი "მანჩესტერ სიტია", რომელმაც ორივე შეხვედრაში იმარჯვა. აუტსაიდერი უქულოდ მყოფი "ატალანტაა",  მეორე ადგილისთვის კი "შახტარი" და ზაგრების "დინამო" იბრძოლებენ.

"შახტარსა" და "დინამოს" 3-3 ქულა აქვთ და მათი თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.