ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ თავის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "გენტის" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

გიორგის გარდა, "გენტმა" კონტრაქტები იარემჩუკსა და დეივიდს გაუგრძელა. როგორც ჩანს, ბელგიურ კლუბში გადაწყვიტეს, რომ ამ ფეხბურთელებიდან უფრო მეტი თანხის მიღება მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებით შეიძლება.

ჩაკვეტაძე სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა სავარჯიშო პროცესს და 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარების მოლოდინშია. მის გარეშე მოთამაშე "გენტმა" ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩში "ვოლფსბურგთან" ფრედ, 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრაში "გენტის" მეორე ქართველი გიორგი ქვილითაია
მოედანზე 73-ე წუთზე გავიდა.

altბოლო ხუთწლეულის ტოპ-5 მოვლენა ქართულ ფეხბურთში: მესიდან ჩაკვეტაძემდე

alt5 ფაქტორი, რომლებიც ოქტომბრის მატჩებში გამოიკვეთა - ვინ უნდა გაიტანოს გოლი, თუ მარტში ჩაკვეტაძე არ იქნება?

alttodofichajes: გიორგი ჩაკვეტაძის თაობაზე იტალიურმა გრანდმა მოლაპარაკებები დაიწყო

altიეს ტორუპი: ჩაკვეტაძე დასაბრუნებლად ბევრს შრომობს, მაგრამ ვერ გავრისკავთ

ასევე დაგაინტერესებთ