გიორგი მაკარიძის 8-დან 6 მატჩი გოლგაუშვებლად - "ვიტორია" კი ვერ ვარგობს

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია" სეტუბალში "მარიტიმუს" დაუზავდა - 0:0.

აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარის მორიგი კარგი თამაში, რომელმაც 8-დან 6 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.

მან გოლები მხოლოდ პორტუგალიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებთან - "პორტუსთან" და "ბენფიკასთან" გაუშვა.

ეგაა, "ვიტორიას" თავდამსხმელები შედეგიანობით ვერ გამოირჩევიან, მიმდინარე ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი (!), რაც ბუნებრივია, სატურნირო ცხრილში აისახება - 8 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია გიორგის კარგი თამაში გასახარია ძალიან
შაკო
09:43 27-10-2019
0
ჩვენთან შეცდომა დაუშვა და... კაია გასახარია.
ddgfdf
00:51 27-10-2019
2

სიახლეები პოპულარული