კაჭარავამ და დაუშვილმა გაიტანეს - "ანორთოსისმა" "დოქსა" გაანადგურა და ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონტის მე-7 ტურში "ანორთოსისმა" 6:0 გაანადგურა აუტსაიდერი "დოქსა". ქართველთაგან გოლები ნიკა კაჭარავამ (მან ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა) და ბუბა დაუშვილმა გაიტანეს.

ნიქოზიაში თამაშს 554 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

"ანორთოსისში" შეუცვლელად იასპარეზეს გიორგი ლორიამ და კაჭარავამ, დაუშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

"ანორთოსისი", რომელსაც თემურ ქეცბაია უდგას სათავეში, 14 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ომონიას" 2 ქულით უსწრებს. თანაც, "ანორთოსისს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოქრის სულ პრავმა როგორ აქვს მაგრად დაიტანჯა ეგ ბიჭი და ჩვენც დაგვტანჯა
Grisha
28 ოქტომბერი 2019 00:39
1
იმ ქვეყნის პირველობაზე თამაშს სადაც 554 მაყურებელი ესწრება სირცხვილი უნდა იყოს. ამათ რა იციან სირცხვილი...ბუტანის და ნეპალის ჩემპიონატებშიც მიგეღოთ მონაწილეობა ბარემ!
ბასა
28 ოქტომბერი 2019 00:35
10
ქეცბაია სტატისტიკა ვნახე და ყველა კლუბში სადაც უმუშავია დადებითი ბალანსი აქვს ყველგან წარმატებულად მუშაობს ერთადერთი საქართველოს ნაკრებში აქვს უარყოფითი სტატისტიკა ნამდვილად არ არის ცუდი მწვრთნელი პირიქით ძალიან კარგი მწვრთნელია.
Giorgi
27 ოქტომბერი 2019 23:44
6
თამაშს*
ოდალა
28 ოქტომბერი 2019 00:34
0
ტიპმა კარიერა დაინგრია საქართველოს გულისთვის და ჩვენთან აგინებენ. ახლა რომ ვუყურებ ჩვენების ვხვდები ქეცბა 100%-იანი იყო.
Odala
28 ოქტომბერი 2019 00:24
3

სიახლეები პოპულარული