ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტრავმამორჩენილმა გიორგი ხარაიშვილმა ისევ ითამაშა - "გეტებორგი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა ევროშესარჩევ მატჩში გიბრალტართან გოლი გაიტანა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო. თუმცა მისი ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ აღმოჩნდა და შვედეთის ჩემპიონატზე "გეტებორგის" შემადგენლობაში ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

ხარაიშვილის გუნდი 21 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე "იურგორდენთან" დამარცხდა (0:1), 28 ოქტომბერს კი - სტუმრად "ელფსბორგთან" (0:2).

29 ტურის შემდეგ "გეტებორგი" 45 ქულით მე-7 ადგილზეა და 2 ნოემბერს, ბოლო ტურში "ოსტერსუნდს" უმასპინძლებს.

გიორგიმ ჩემპიონატის 28 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.