ქვილითაიას კონკურენტი დეპუატრე ცარიელი კარის წინ პასის არგაკეთებაზე: მესიც აფუჭებს მსგავს მომენტებს

AutoSharing Option
"გენტის" ბელგიელმა თავდამსხმელმა ლორენ დეპუატრემ, რომელიც გიორგი ქვილითაიას კონკურენტია ცენტრფორვარდის პოზიციაზე, 2:1-ზე გასვლისას გიორგისთვის პასის არგაკეთებაზე Nieuwsblad-თან ისაუბრა.

"ამ მომენტზე ბევრი ვიფიქრე. მინდა ვთქვა, რომ მეკარემ პასის გასაკეთებელი ხაზი ჩაკეტა. შესაძლოა, ეს ვიდეოში არ ჩანს, თუმცა ასე იყო.

მე არ მოვქცეულვარ ეგოისტურად. უბრალოდ, ეს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიე და ამიტომ დავარტყი კარში. სწორედ ასე ავუხსენი გიორგის.

ლიონელ მესიც აფუჭებს ასეთ შანსებს - ცარიელი კარის დროსაც შეიძლება მოხდეს ასე. რა თქმა უნდა, ეს მისაღები არაა, მაგრამ ხდება ხოლმე", - განაცხადა 30
წლის თავდამსხმელმა.

დღეს, 31 ოქტომბერს, "გენტი" გასვლაზე ხვდება "ანდერლეხტს". შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული