სანაკრებო მატჩების წინ ჯანო ანანიძის მდგომარეობა საგანგაშოა - ისევ სათადარიგოა

AutoSharing Option
"სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს არც ახალი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო სწყალობს.

31 ოქტომბერს "სპარტაკმა", რუსეთის თასის 1/8-ფინალში საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "როსტოვს", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ჩვენებური კი კვლავ სათადარიგო იყო.

არადა, საქართველოს ნაკრების მატჩების წინ მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის ასეთ ვითარებაში ყოფნა მართლაც საგანგაშოა.

კვლავ დუბლი შეასრულა შვედმა თავდამსხმელმა ჯორდან ლარსონმა, რომლის მამა, ახლო წარსულში ცნობილი ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი შეხვედრას დაესწრო და არ დამალა, რომ მისი შვილი "სპარტაკში" მაღალი ანაზღაურების გამო გადავიდა.

ნამატჩევს ტედესკომ ჰენრიკ ლარსონს ხუმრობით უთხრა, კარგი იქნება,
ჩვენს გუნდში შენც რომ გადმოხვიდეო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანო ის ფეხბურთელია,რომელსაც ფორმის მიუხედავად შეუძლია თამაშში რამდენჯერმე გააკეთოს მწვავე პასი.ასეთები ნაკრებში ძალიან ცოტა გვყავს და სწორედ ამიტომ იძახებს ვაისი.სხვა შეფასებებში გეთანხმებით.
სოსო
01 ნოემბერი 2019 22:07
1
შევარცხვინე ის შემოსავალი რომელიც პროფესიული მოტივაციის გარესე მოდის.
devi
01 ნოემბერი 2019 17:39
0
ანანიძე მოსკოვში ცხოვრებით ბედნიერია და სულ არ აწუხებს ათამაშებენ თუ არა. იღებს უზარმაზარ ხელფასს და არის თავისთვის.
ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ნაკრებში ნუღარ იძახებენ ასეთ ფორმაში მყოფს.
მაქვს შთაბეჭდილება, რომ ნაკრებშიც უგულოდ და უმოტივაციოდ თამაშობს. დააკვრიდით როგორ კარგავს ხოლმე ბურთს. პატარა მხრის მიდება მეტოქის და იმწუთას ტოვებს ბურთს და მეტოქეს აბარებს. გასაგებია რომ სუსტია ფიზიკურად, მაგრამ არც მთლად მასეა, რომ ესე მარტივად დათმოს პოზიციები თამაშისას.
უპასუხისმგებლო მოთამაშეა. სირცხვილია ასეთი უმოტივაციო კაცის ნაკრებში გამოძახება და მითუმეტეს ძირითადში დაყენება.
ჯერი
01 ნოემბერი 2019 13:16
2
ლარსონის ნაირად ჯანოც ფულის გამოა სპარტაკში და თავს მშვენივრადაც გრძნობს. მან მშვენივრად იცოდა რომ ძირითადში მოხვედრის დიდი პრობლემა ექნებოდა, მარა მაინც დაბრუნდა სამარიდან, სადაც ძირითადში იყო. მას ფეხბურთი აღარ აინტერესებს და Kმაყოფილია დრო რომ გაიხაგრძლივა სპარტაკში. უკვე ბოლო 3-4 წელია ის ნაკრების დონეს ვეღარ აკმაყოფილებს, მაგრამ მას ყოველთვის იძახებს ვაისი და დაუმსახურრბლად ძირითადშიც ათამაშებს.
Geo_Dinamo
01 ნოემბერი 2019 12:55
2
ვაისი მაინც დაყებებს ძირითადში:) თუმცა არცაა გამოსაძახებელი
გოგა
01 ნოემბერი 2019 12:25
1
მე ამ ბიჭზე, ბოლო წლებია ამდაგვარი ან ტრამვის შესახებ ინფორმაციის გარდა არაფერი არ წამიკითხავს. რა სპორტით არის დაკავებული? :):):)
kommarkos
01 ნოემბერი 2019 11:45
2
დაანებეთ ამას თავი ბედნიერია მანდ
ზორბეგი
01 ნოემბერი 2019 08:26
1
მე ასეთ შეკითხვას დავსვავდი:გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით ალალად,თქვენ რო იყოთ სპარტაკის მწვრთნელი ათამაშებდით ჯანოს?
მე ასეთ ჯანოს არა!!!
Jordan Beli
01 ნოემბერი 2019 07:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული