ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სანაკრებო მატჩების წინ ჯანო ანანიძის მდგომარეობა საგანგაშოა - ისევ სათადარიგოა

AutoSharing Option
"სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს არც ახალი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო სწყალობს.

31 ოქტომბერს "სპარტაკმა", რუსეთის თასის 1/8-ფინალში საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "როსტოვს", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ჩვენებური კი კვლავ სათადარიგო იყო.

არადა, საქართველოს ნაკრების მატჩების წინ მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის ასეთ ვითარებაში ყოფნა მართლაც საგანგაშოა.

კვლავ დუბლი შეასრულა შვედმა თავდამსხმელმა ჯორდან ლარსონმა, რომლის მამა, ახლო წარსულში ცნობილი ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი შეხვედრას დაესწრო და არ დამალა, რომ მისი შვილი "სპარტაკში" მაღალი ანაზღაურების გამო გადავიდა.

ნამატჩევს ტედესკომ ჰენრიკ ლარსონს ხუმრობით უთხრა, კარგი იქნება,
ჩვენს გუნდში შენც რომ გადმოხვიდეო.

ასევე დაგაინტერესებთ