31 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტმა" ბრიუსელში "ანდერლეხტთან" ფრედ, 3:3 ითამაშა.
"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეცვლაზეც კი არ შეუშვა.
სტუმრები 85-ე წუთამდე 1:3-ს აგებდნენ ("გენტიდან" გოლის ავტორი ლორენ დეპუატრეა), შემდეგ კი უკრაინელებმა გაიტანეს - რომან იარემჩუკმა და იგორ პლასტუნმა და ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ პლასტუნმა დედაქალაქელები 90+4-ე წუთზე დაამწუხრა.
"გენტი" 22 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 ნოემბერს "სტანდარდს" უმასპინძლებს.
ან ბალიში. რბილად რომ ისხდნენ.