ნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკის" დუბლებში მორიგი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 18 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი, - იუწყება კლუბის საიტი წერილში (Дубль: крупная победа над «Арсеналом»).

"არსენალთან" საშინაო მატჩში (5:2) ის ძირითად შემადგენლობაში იყო, 69-ე წუთზე გოლი გაიტანა, ანგარიში 4:2 გახადა და შეცვალეს.

ქუთათელაძემ გასულ თვეში "კრასნოდარს" (პენალტით) და "ლოკომოტივს" გაუტანა გოლები.

ნიკოლოზი "სპარტაკში" სეზონის დაწყების წინ გადავიდა და დუბლშემადგენლობაში უმალ დაიმკვიდრა ადგილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეუფ მაგარია,მიღწევაა
kako
20:11 02-11-2019
0
საკვირველია რატომ არ იწვევენ ამ უნიჭიერეს ბიჭს ასაკობრივ ნაკრებებში,გთხოვთ კაკაურიძეს რომ გაარკვიოს და გაგვაგებიოს გულშემატკრივებს,კიდევ მაინტერესებს რატომ არ დააყენა მწვრთნელმა ძირითათში კოხრეიძე და ბუღრიძე ისინი ხომ თამაშს მოიგებდენ
თეიმურაზ რეხვიაშვილი
20:40 02-11-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული