ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვიპროსული გამოცემა: ვინ თქვა, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?

AutoSharing Option
კვიპროსული გამოცემა goal.philenews.com-ი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თამაშს ეხმაურება და გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზე საუბრობს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ორ შეხვედრაში ფამაგუსტელთა შეტევამ დარჩენილი კრიტიკოსებიც დაადუმა და თავი შესანიშნავად გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაია ყოველკვირა უფრო და უფრო ნაკლებ შეკითხვას ტოვებს და მის მიერ გაწვრთნილი გუნდიც შესანიშნავად თამაშობს.

ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში პირველად ჰყავს გუნდის ლიდერი, უფრო სწორად, პირველად უწოდა თავის ფეხბურთელს ლიდერი. ეს ესპანელ რაიოზე განაცხადა და ქართველი
სპეციალისტისაგან მსგავს სიტყვებს არავინ ელოდა.

ბოლო შეხვედრაში, "ოლიმპიაკოსთან" გუნდმა 8 გოლი გაიტანა. ნახევარი არ ჩაუთვალეს და ამის პარალელურად, შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში. "ანორთოსისი" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც "ოლიმპიაკოსმა" კვიპროსის წლევანდელ ჩემპიონატში გოლი ვერ გაუტანა. ქეცბაიამ ლიგაში საუკეთესო დაცვის ხაზი შექმნა და 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ქართველს დაცვაზე ორიენტირების გამო დიდი ხანი აკრიტიკებდნენ, თუმცა ახლა ყოველ ჯერზე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ორ მატჩში, რომელშიც ფამაგუსტელებმა გოლი ვერ გაიტანეს, ქეცბაიას გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბევრი მომენტი შექმნა.

2015/16 წლებში მისი ხელმძღვანელობით "აპოელმა" ლიგაში გოლების რეკორდული რაოდენობა გაიტანა, წელს კი "ანორთოსისი" თამაშიდან თამაშამდე უფრო აგრესიული ხდება.

როცა ქეცბაიას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოთხოვნა ფეხბურთელებისადმი, მან გვიპასუხა - "ნულოვანი პასიურობა" და ალბათ, ეს უნდა იყოს იმ მწვრთნელის პასუხი, რომელსაც არასდროს სურს წაგება. წლევანდელ სეზონში "ანორთოსისს" შეხვედრა არ წაუგია, მხოლოდ 2 მატჩში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა იმ შეხვედრებში არც გაუშვია. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ვინ იტყვის, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?!


ასევე დაგაინტერესებთ