zen.yandex.ru: "სპარტაკში" ანანიძის გაშვებაზე ალაპარაკდნენ - ჯანო ამბობს, რომ გუნდის დამსახურებული ფეხბურთელია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში "არსენალთან" წაგების (0:1) შემდეგ "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე zen.yandex.ru-ში კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა.

"არსენალთან" დამარცხების შემდეგ "სპარტაკში" ისევ ალაპარაკდნენ არასაჭირო ფეხბურთელების თავიდან მოშორებაზე, რომლებიც ხელფასს იღებენ, გუნდისთვის კი სარგებელი არ მოაქვთ. ამ სიის სათავეში ფეხბურთელი მოხვდა, რომელმაც საერთო ჯამში კლუბში 10 წელი გაატარა.

მთელი კრიტიკა დაკავშირებულია უშუალოდ "არსენალთან" ბოლო შეხვედრასთან, რომელშიც დომენიკო ტედესკომ ძირითადის მოთამაშეების დასვენების მიზნით როტაციას მიმართა. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა გაიხსენა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც ანანიძეა და ძირითადში დააყენა, მაგრამ არა შეტევის ხაზში,
არამედ საყრდენ ზონაში, სადაც თავს კომფორტულად აშკარად ვერ გრძნობს. საერთოდ, ეს გასაკვირია, რამეთუ თადარიგში გულიევი დარჩა, ეს კი მოედანზე მისი პოზიციაა.

ვიღაც იტყვის, რაშია დამნაშავე ფეხბურთელი, თუ თავის პოზიციაზე არ აყენებენ? საქმე ისაა, ვინც მატჩი ნახა, მე გამიგებს, ეს ფეხბურთელი უბრალოდ დადიოდა მოედანზე, ხოლო როდესაც ბურთს იღებდა, ისე ჩანდა, რომ ძალა არ ჰქონდა, სირბილისთვისაც კი. ნამატჩევს სოციალურ ქსელში ჯანო ბევრმა გააკრიტიკა და მან თავის "ინსტაგრამზე" ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა:

"მე "სპარტაკის" დამსახურებული ფეხბურთელი ვარ და წასვლას არ ვაპირებ, შენ კი საერთოდ არავინ არა ხარ".

რა თქმა უნდა, მან მერე კომენტარი წაშალა, ვინაიდან ფანები შეიძლება დაინტერესდნენ, როდის გახდა ის დამსახურებული ფეხბურთელი.

შესაძლოა, ტედესკოს არ უკარნახეს, რომ ჯანო არც ისეთი კარგი ფეხბურთელია, როგორადაც მას ხედავს. ანანიძე გუნდში 10 წელია და 145 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუ ის "სპარტაკის" დამსახურებული ფეხბურთელია, მაშინ ზაბოლოტნი "ოქროს ბურთს" მოიგებს. მე "სპარტაკის" ფანი არ ვარ, მაგრამ ასეთი თამაშისას ასეთი საქციელი მაშფოთებს".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ამაზე უთავმოყვარეო, შემეტენე, მოუშორებელი ადამიანი მე არც შემხვედრია და არც გამიგონია. ბოლო-ბოლო ნერვები მაინც როგორ არ ღალატობს...
Levani
23:08 06-11-2019
9
რას ერჩით ამ კაცს ვერ ვიგებ უბრალოდ,ზის კაცი წყნარად,მშვიდად,ნერვების მოუშლელად და დაუღალავად,ოფლი მაგას არ გამოსდის და ქი იღებს ამ მილიონებს.რა იყო თქვენსას ხომარ იღებს რამეს?სპარტაკის პრეზიდენტს ტვინი არ ჰქონია რა მაგის ბრალია :-)
სიმართლე
09:45 07-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული