ნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკში" ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონტზე კვლავ გამოიჩინა თავი.

"სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე 4:2 მოუგო "კრილია სოვეტოვს", ქუთათელაძე ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და ისევ გაიტანა გოლი. მან 39-ე წუთზე დალაშქრა სამარელთა კარი, ანგარიში 1:1 გახადა, 83-ე წუთზე კი შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ახალგაზრდულ პირველობაზე (იგივე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატზე) ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი.

"სპარტაკმა" უკანასკნელი 8 შეხვედრიდან 7 მოიგო და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი ქუთათელაძესაც შეაქვს, რომელმაც სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული