ლევან შენგელიამ 3 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და "კონიასპორი" ლიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონტის მე-11 ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ლიდერ "სივასპორთან".

შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 78-ეზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

რაც შენგელია "კონიასპორში" გადავიდა, ჩემპიონატის 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, დღეს კი წითელი ბარათი მიიღო. არადა, მისგან მეტს მოელოდნენ.

"კონიასპორი" 13 ქულით მე-11 ადგილზეა, 23 ნოემბერს "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს და დისკვალიფიკაციის გამო ლევანს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება
მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ლევან, შანსის გამოყენება ეგრე უნდა!
Irakli
22:24 09-11-2019
4
შანს აძლევენ მაგრამ სამწუხაროდ ვერ იყენებს იმედი მაქვს მოახერხებს თავის გამოჩენას თორემ არამგონია დიდხანს აცალონ და მერე დარჩება სათადარიგოს ფეხბურთელად.
Giorgi
01:42 10-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული