ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელიამ 3 წუთში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და "კონიასპორი" ლიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონტის მე-11 ტურში ლევან შენგელიას "კონიასპორი" სტუმრად 0:2 დამარცხდა ლიდერ "სივასპორთან".

შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 78-ეზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

იმ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო, შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

რაც შენგელია "კონიასპორში" გადავიდა, ჩემპიონატის 8 მატჩში გოლი არ გაუტანია, ერთხელ ავტოგოლი გაიტანა, დღეს კი წითელი ბარათი მიიღო. არადა, მისგან მეტს მოელოდნენ.

"კონიასპორი" 13 ქულით მე-11 ადგილზეა, 23 ნოემბერს "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს და დისკვალიფიკაციის გამო ლევანს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება
მოუწევს.