გოლი, გოლი, კიდევ გოლი - ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში გამორჩეულია!

AutoSharing Option
"მეზოკოვეშდის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი.

მე-12 ტურში "მეზოკოვეშდი" გასვლაზე "ზალაეგერშეგის" დაუზავდა (1:1), ანგარიში კი მე-40 წუთზე ზივზივაძემ გახსნა.

ბუდუმ პირველობის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი  - გასულ ტურებში "დებრეცენისა" და "ფერენცვაროშის" კარი დალაშქრა და ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს. სულ კი მის ანგარიშზე 11 მატჩში 6 გოლია.

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზივზივაძე "მეზკოკოვეშდში" სეზონის დაწყებამდე 3 კვირით ადრე გადავიდა.

"მეზოკოვეშდი" 24 ქულით მეორე ადგილზეა და 23 ნოემბერს "კაპოშვარის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროდ არველაძის შემდეგ თავდამსხმელი არ გვყოლია ქართველებს, ბუდუს წარმატებას ვუსურვებ და გამიხარდება თუ ასე გააგრძელებს, მაგრამ ხალხო მეზოკოვეშდში თამაშობს, ხშირად გაიმეორეთ მეზოკოვეშდი.როცა არველაძე ჰოლანდიის ბომბარდირთა და ევროპა ლიგის ბომბარდირთა სიას ლიდერობდა და ნაკრები მაშინაც ვერ აღწევდა წარმატებას. სანამ ნაკრების ლიდერად გამოაცხადებთ და ხელს მწვრთნელისკენ გაიშვერთ დაფიქრდით ცოტა ბუდუს ნაირად საქართველოს ჩემპიონატიდან მინიმუმ 5 თავდამსხმელი ითამაშებს მეზოკოვეშდში.
semi
12:06 10-11-2019
0
ჩაკვეტაძეს უმადლოდე პირველ ადგილს თორე არ ვიცით მოვიგებდით თუ არა ერთა ლიგას, ვაისმა ტაქტიქა თამაშზე გადაწყობა და დროულად შეცვლა არ იცის
irakli
23:00 09-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული