"გენტის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა გუნდი ზამთარში დატოვოს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ უთხრა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას მცირე სათამაშო დრო აქვს გუნდში.
"გიოს ბევრად მეტი ეკუთვნის, ვიდრე "გენტი" ათამაშებს. როგორ გითხრათ, ის ამ გუნდში დაიჩაგრა. გვინდა, რომ ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ გუნდში აუცილებლად გადავიყვანოთ.
ვმუშაობთ ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყოს. მე მინდა, რომ როგორც ჩაკვეტაძე, ისე ქვილითაია, ახალ გუნდში ზამთარშივე გადავიდეს, მაგრამ ქვილითაიას ტრანსფერი უფრო მოსალოდნელია", - ამბობს გოგა გახოკიძე.