გოგა გახოკიძე: გვინდა, რომ ზამთარში ქვილითაია ახალ კლუბში გადავიყვანოთ

AutoSharing Option
"გენტის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შესაძლოა გუნდი ზამთარში დატოვოს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ უთხრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას მცირე სათამაშო დრო აქვს გუნდში.

"გიოს ბევრად მეტი ეკუთვნის, ვიდრე "გენტი" ათამაშებს. როგორ გითხრათ, ის ამ გუნდში დაიჩაგრა. გვინდა, რომ ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ გუნდში აუცილებლად გადავიყვანოთ.

ვმუშაობთ ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყოს. მე მინდა, რომ როგორც ჩაკვეტაძე, ისე ქვილითაია, ახალ გუნდში ზამთარშივე გადავიდეს, მაგრამ ქვილითაიას ტრანსფერი უფრო მოსალოდნელია", - ამბობს გოგა გახოკიძე.

altევროპა ლიგა.

IV ტური: "მანჩესტერი" და "ესპანიოლი" პლეი-ოფში გავიდნენ - "გენტი" გალიდერდა, ქვილითაია კი 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე [VIDEO]

altგიორგი ქვილითაია არ ათამაშეს - "გენტმა" ფრეს 90+4-ე წუთზე მიაღწია

alt"გენტის" მწვრთნელი ქვილითაიას კონკურენტზე: საშინელი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა... [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვფიქრობ ლეგია კარგი იქნება მისთვის
ბაჩი
15 ნოემბერი 2019 18:03
7
გიორგი მართლაც კარგი ფეხბურთელია ეგ არის რომ გენტში კონკურენცია დიდია და სისწრაფით და ფიზიკურადაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება კონკურენტებს ამიტომ უნდა გადავიდეს იქ სადაც სათამაშო პრაკტიკა ექნება. დეპუატრე და იარემჩუკი თუ არ დაშავდა ან დასვენება არ დაჭირდათ ისე თორუპი სრულად არ ათამაშებს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15 ნოემბერი 2019 13:33
1
სენაკის ეგრისში რომ ჩამოვიდეს?
გაგა
15 ნოემბერი 2019 12:55
17
უთამაშებლობას სჯობს რომ წავიდეს. სამწუხაროდ იქ ფორვარდები ძალიან კარგად გამოიყურებიან და მათ თუ რამე არ დაემართათ გიოს იქ შანსი მიზერული ექნება! ჩემი აზრით გიო მათზე ნაკლები არაა მაგრამ მწვრთნელი სხვააგვარად ფიქრობს!
kaxa
15 ნოემბერი 2019 12:50
0
და ვინ გაახარეს გენტში ქართველი მანდ რო ტენით ამ კარგ ბიჭებს და აფუჭებთ.არადა ქვილითაიას შეუძლია გოლებია გატანა წაიყვანე ჰოლანდიაში რომელიმე გუნდში სადაც სათამაშო პრაკტიკა ექნება
თემური
15 ნოემბერი 2019 09:53
7
სისწრაფით და ათლეტიზმით სჯობნიან კონკურენტები,გენტი კი ასე თამაშობს.
სოსო
14 ნოემბერი 2019 15:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული