ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ყაზახეთიდან ევროპაში? - კანკავამ, შესაძლოა, "ტობოლი" დატოვოს

AutoSharing Option
ყაზახურ გამოცემა vesti.kz-სთან საუბარში სააგენტო Ultimate Sports-ის წარმომადგენელმა ალან მამუკაევმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, კანკავა ევროპაში დაბრუნდება.

"არაა დასამალი, რომ ევროპაში არსებობს ინტერესი ისლამხანის მიმართ. ასევეა მარინ ტომასოვი, რომელიც დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობს. დიდი ალბათობით, მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრისას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადავლენ: კამო ოგანესიანი, რომელსაც რამდენიმე შემოთავაზება აქვს; ჯაბა კანკავა "ტობოლიდან", რომელსაც ასევე კარგი სეზონი ჰქონდა; "კაირათის" ორი ფეხბურთელი: ეპელი და ესეოლა", - განაცხადა მამუკაევმა.

ჯაბა კანკავამ კოსტანაის "ტობოლში" 2 სეზონი გაატარა. იქამდე დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და ფრანგული "რეიმსის" ღირსებას
იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ