ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი არაბიძე კიდევ 3-4 თვე ვერ შეძლებს თამაშს

AutoSharing Option
11 ნოემბერს sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში "ადანასპორის" შემტევმა გიორგი არაბიძემ თქვა, რომ კოჭ-წვივის ტრავმა აქვს და არ იცის, რამდენი ხანი მოუწევს უქმობა. დღეს კი გუნდის პრობლემებისა და არაბიძის შესახებ მწვრთნელმა ენგინ იპეკოღლუმ "მილიეთთან" ისაუბრა.

მან თქვა, რომ რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, მათ შორის არაბიძე, რომელიც 5 კვირაა ვერ ვარჯიშობს და კიდევ 3-4 თვე გაუცდება.

იპეკოღლუმ განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტ ბაირამ აკგულს შეხვდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 2-3 ფეხბურთელის დამატებას დაპირდა.

გიორგი ტრავმის გამო საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს საფრანგეთთან
ევროშესარჩევის მატჩში ვერ დაეხმარა.

ასევე დაგაინტერესებთ