riafan.ru: საბა კვირკველია მოსკოვის "დინამოში"? - "ლოკომოტივი" 6.5 მილიონად აფასებს

AutoSharing Option
აღარ ათამაშებენ მოსკოვის "ლოკომოტივში" საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველ საბა კვირკველიას, რომელიც წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო და ეს ადრე მიღებული ტრავმის ბრალი არ უნდა იყოს. აშკარაა, მიზეზი  სხვაა, თუმცა ამას ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.

რუსულმა გამოცემა "ბიზნესონლაინმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირკველია "ლოკომოტივს" ზამთარში დატოვებს, რუსეთის ახალი ამბების ფედერალური სააგენტო (riafan.ru) კი აკონკრეტებს, თუ რომელ გუნდში შეიძლება გადავიდეს.

გამოცემის მტკიცებით, საბას სამსახურით მოსკოვის "დინამო" დაინტერესდა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს. "დინამოს" მიაჩნია, რომ კვირკველიას გუნდის
დახმარება შეუძლია და რაც ყველაზე საინტერესოა, "ლოკო" მას 6.5 მილიონ ევროდ აფასებს.

ანუ გამოდის, "რკინიგზელები" მზად არიან, ქართველ ცენტრბეკს ამ თანხის სანაცვლოდ შეელიონ. მოდით, წინასწარ ნუ გამოვიტანთ დასკვნებს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. საბა ამჟამად "ლოკომოტივთან" ერთად სოჭშია შეკრებაზე (იხ. ფოტო).

ისე, "დინამო" "ლოკომოტივზე" გაცილებით სუსტი გუნდია, პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონას 1 ქულა აშორებს.

altრუსული გამოცემა: ზამთარში კვირკველია "ლოკომოტივს" დატოვებს

altიური სიომინმა საბა კვირკველიას შესახებ კომენტარი გააკეთა

alt"არანაირი კონფლიქტი... თამაში მომენატრა!" - ტრავმა, ნაკრები და მომავალი... ინტერვიუ საბა კვირკველიასთან

alt"ზენიტი" თუ ევროპა? მე ევროპას ავირჩევ - საბა კვირკველიას თანაგუნდელი - 7 ნოემბრის დაიჯესტი

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიაწექი ბოლომდე სოლომონ,აქ ნაც-ბოკერიების წევრების დაწერილს მუ უსმენ,მჯერა რომ მალე ძირითადში იქნები,,ნაცები და მიშისტები კლავიატურჩიკები და ვაი პატრიოტები არიან,
ჯიჯი
18 ნოემბერი 2019 14:20
7
ჯობია ბათუმი-ს დინამოში ჩამოდი,დონე თითქმის ერთია სამაგიეროდ ხელის გულზე გატარებთ)
ბათუმის ფანი
18 ნოემბერი 2019 13:13
4
მაყუთი, გარიგება, ინტრიგა, დიდი ფული ტრიალებს,ფეხბურთი ვის ახსოვს.
ozeki
18 ნოემბერი 2019 12:40
1
მოსკოვის დინამო"ფუი ეშმაკს.
სოსო
18 ნოემბერი 2019 12:30
1
ფაქტია რაც კვარაცხელია მოულოდნელად ლოკომოტივიდან რუბინში გადავიდა კვირკველიას მას შემდეგ აღარ ათამაშებენ(ორივეს ერთი აგენტი ყავთ) კვარაცხელია დაკარგვით ლოკომოტივი შოკში იყო.
დემე სვ
18 ნოემბერი 2019 11:38
0
წლების განმავლობაშიოო--- სულ რამდენი წელია რაც ლოკომოტივში იმყოფება რომ?!!!
დემე
18 ნოემბერი 2019 09:29
1
კვერკველია ეს კაცია კვერკველია!!!
forca
18 ნოემბერი 2019 08:53
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული