ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაუბრუნდება ქართველი შემტევი მოედანს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ადანასპორის" შემტევმა გიორგი არაბიძემ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში კოჭის ოპერაცია გაიკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძე ავრცელებს.

"მადლობა, უფალო, ამ ბედნიერი დღისთვის", - წერს ლელა ბრეგვაძე და თავისი შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.

როგორც რამდენიმე დღის წინ არაბიძემ Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ოპერაციის შემდეგ ის 2 თვე-ნახევარში ვარჯიშს დაიწყებს, 2 კვირის შემდეგ კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ