ეს რა დაემართა "გენტს"? - ქვილითაია 90+2- წუთზე შევიდა და...

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-16 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "ანტვერპენთან" გამარჯვება 90+4-ე წუთზე გაუშვა ხელიდან.

ანგარიში მე-13 წუთზე მასპინძელთა გუნდის უკრაინელმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა გახსნა. მან მიმდინარე პირველობაზე მეათე გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი უშედეგოდ ცდილობდა ანგარიშის შეცვლას და თითქოს შეხვედრა "გენტის" გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 87-ე წუთზე სტუმართა გუნდში შეცვლაზე ფორვარდი ზინო განო შევიდა და 90+4-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა.

გიორგი ქვილითაიამ 90+2-ე წუთზე იარემჩუკი შეცვალა.

"გენტი" 29 ქულით მესამე ადგილზეა და პირველ დეკემბერს სტუმრად "კორტრიკს" შეხვდება,
იქამდე კი, 28 ნოემბერს, გასვლაზე ევროპა ლიგაზე "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდება.

"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, სავარაუდოდ, ნაახალწლევს დაიწყებს თამაშს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული