"უფას" ფეხბურთელმა ახსნა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს ნაკრებში თამაშზე

AutoSharing Option
"უფას" ქართველმა ფეხბურთელმა ნიკოლა გიორგობიანმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებიდან ჰქონდა შემოთავაზება.

- ქართული ფესვები გაქვს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე არ გიფიქრია?
- ამის თაობაზე საუბრები ჯერ კიდევ მაშინ მიდიოდა, როცა მეორე ლიგის "არმავირში" ვთამაშობდი. მამას დაურეკეს და ახალგაზრდული ნაკრების შესახებ ესაუბრებოდნენ, მაგრამ მაშინ ჩემთვის იქ თამაში არ შეიძლებოდა, რადგან ლეგიონერად ჩავითვლებოდი, ხოლო მეორე ლიგაში უცხოელების რეგისტრირება არ შეიძლება. ამიტომ მომიწია უარის თქმა. ლეგიონერად თუ არ ჩამთვლიდნენ, შეიძლება მიმეღო კიდეც ეს წინადადება. ძალიან საინტერესო იქნებო
და ჩემთვის თუნდაც ევროშესარჩევ მატჩებში თამაში და საკუთარი თავის გამოცდა საერთაშორისო არენაზე.

ნიკოლაი გიორგობიანი 22 წლის ნახევარმცველია, რომელიც სოჭში დაიბადა. ამჟამად ის "უფას" წევრია, მანამდე კი "სოჭში", "არმავირსა" და "ჩაიკაში" თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ "უფას" ღირსებას ასევე ჯიმი ტაბიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვიცი ეს ფეხბურთელი, ამის პოზიციაზე ჩაკვე გვყავს. ამათი შედარება კი სასაცილოა, ასე რომ არა უშავს თუ ვერ მოდის, წარმატებები უფაში :)
შაკო
11:55 29-11-2019
2
უფა ფეხბურთის ფლაგმანია როგორ არ გაგიგიათ? ერთი აიაქსის აკადემიაა და მეორე უფა. სერიოზული ტრამპლინია ტალანტებისთვის. :):):):):)
Zura
06:12 29-11-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული