ევროპა ლიგის მე-5 ტურში "გენტი" სტუმრად "სენტ ეტიენს" 0:0 დაუზავდა და ვადამდე მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური.
თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 71-ე წუთზე რომან იარემჩუკის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 76-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველი მიხაელ ნგადუ-ნგადუი გააძევა.
"გენტი" 9 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ვოლფსბურგს" 1 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, უკანასკნელ ტურში, სახლში აუტსაიდერ "ოლეკსანდრიის" დამარცხების შემთხვევაში, ჯგუფში პირველ ადგილზე გავა.
ტურნირის 1/16-ფინალური შეხვედრები თებერვალში გაიმართება. იმედია, იქამდე გიორგი ჩაკვეტაძე მწყობრშიც და ფორმაშიც ჩადგება.