ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა "სვაროვსკი ტიროლთან"

AutoSharing Option
30 ნოემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" გასვლაზე 5:1 მოუგო "სვაროვსკი ტიროლს".

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ანგარიში მისი პასით მე-7 წუთზე ფილიპ ჰუსპეკმა გახსნა, კომპენსირებულ დროში კი თავადაც გაიტანა გოლი. მან მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ოთარმა ჩემპიონატზე 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"შტურმი" 27 ქულით მე-4 ადგილზეა და 8 დეკემბერს "ალტახს" უმასპინძლებს.

ინსბრუკი. "ტივოლი". 2 100 მაყურებელი
სვაროვსკი ტიროლი - შტურმი 1:5
გოლები: 0:1 ჰუსპეკი (7), 0:2 დომინგესი (38), 0:3 ტოპლიტჩი (49, საკ. კარში), 1:3 ლიუბიჩიჩი (54, საკ. კარში), 1:4
დესპოდოვი (68), 1:5 კიტეიშვილი (90+4)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნათელი წერტილი. თუ გუნდი ევროპაზე გავიდა და თანაც წელსაც უნდა გასულიყო, ოთიკო ას პროცენტიანი უკეთეს გუნდში გადავა, და თან ნაკრებმაც თუ იასპარეზა ევროზე, ხომ საერთოდ ბევრს გაეხსნება გზა სამოთხისაკენ, მთავარია ჯანმრთელად შევიდეს საზამტრო არდადეგებში. მაგარი ბიჭია, კანკავასთან კაი დუეტია
vaso
20:04 01-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული