ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა "სვაროვსკი ტიროლთან"

AutoSharing Option
30 ნოემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" გასვლაზე 5:1 მოუგო "სვაროვსკი ტიროლს".

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ანგარიში მისი პასით მე-7 წუთზე ფილიპ ჰუსპეკმა გახსნა, კომპენსირებულ დროში კი თავადაც გაიტანა გოლი. მან მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ოთარმა ჩემპიონატზე 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"შტურმი" 27 ქულით მე-4 ადგილზეა და 8 დეკემბერს "ალტახს" უმასპინძლებს.

ინსბრუკი. "ტივოლი". 2 100 მაყურებელი
სვაროვსკი ტიროლი - შტურმი 1:5
გოლები: 0:1 ჰუსპეკი (7), 0:2 დომინგესი (38), 0:3 ტოპლიტჩი (49, საკ. კარში), 1:3 ლიუბიჩიჩი (54, საკ. კარში), 1:4
დესპოდოვი (68), 1:5 კიტეიშვილი (90+4)