ვაკო გვილიამ კრიტიკაზე გოლით უპასუხა - მოედანზე შემოსვლიდან 1 წუთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ ტურში, "პოგონთან" შჩეცინში წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, "ლეგიას" გულშემატკივართა საიტმა ნახევარმცველი ვაკო გვილია გააკრიტიკა, მე-17 ტურში კი მან "კორონას" გოლი გაუტანა და "არმიელებმა" 4:0 გაიმარჯვეს.

გვილია მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო და ბურთზე პირველი შეხებით გაიტანა გოლი.

ვაკომ ჩემპიონატის 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

"კორონას" განაცხადში არ იყო ტრავმირებული ვატო არველაძე.

"ლეგია" 32 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "შლიონსკს" 1 ქულით ჩამორჩება და 8 ნოემბერს ამ გუნდს ვროცლავში დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ვაკო. გჯერა შენი და მიაწექი. დარწმუნებული იყავი რომ ყველაფერი გამოგივა
ნახალოვკელი
12:31 01-12-2019
0
8 ნოემბერი იყო უკვე....
კეკო
08:48 01-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული