"ლოკომოტივს" არ ულხინს - საბა კვირკველიას მაინც არ ათამაშებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" მცველ საბა კვირკველიას მდგომარეობა არ გამოსწორდა - ის კვლავ სათადარიგოა.

საბა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ სეზონში ჩემპიონატზე პირველად 22 ნოემბერს "ტამბოვთან" ათამაშეს, ისიც მაშინ, როდესაც ვედრან ჩორლუკამ მცირე ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ მის ნაცვლად შეუშვეს.

შემდეგ "ლოკო" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე "ბაიერთან" 0:2 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, ხოლო დღეს რუსეთის პრემიერლიგაზე მოსკოვის "დინამომ" 2:1 მოუგო და ჩვენებური ისევ სათადარიგო იყო.

შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ნიშანდობლივი ფაქტია - ადრე საბა გუნდის ერთ-ერთი სახე იყო, მისი  ინტერვიუები და
გამონათქვამები სისტემატურად იბეჭდებოდა კლუბის საიტზე, ახლა კი - არა, თითქოს ამ გუნდში აღარც არის. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი მცველის იგნორირება და თავად რამდენ ხანს მოითმენს?

ცნობისათვის, "ლოკომოტივმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 8 მატჩიდან 5 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ ფეხბურთელის წასვლას რუსეთში ვეგუებით ბარემ იმასაც შევეგუოთ, რომ იქაური პასპორტი მიიღოს.საქართველოსთვის მაინც არ ავარგებენ.და ვერავითარი სიომანი ამას ვერ უშველის.
ილია
07 დეკემბერი 2019 09:06
0
ყველა ნიჭიერ და წარმატებულ სპორტცმენს ეს ელოდება რუსეთში. ალბათ უნდა ვხვდებოდეთ რატომ. გაზაფხულისთვის ეცდებიან ნაკრების ყველა მოთამაშე ამ სიტუაციაში ჩააყენონ.
გიზოგ
02 დეკემბერი 2019 12:44
0
არ უნდა კვირჯველიას ქობულეთის შუქურაში ითამაშოს ერთი წლით იჯარით,გააძლიერებდა,საქართველოს ჩემპიონატში შეძლებს თამაშს თავისუფლად
sise
02 დეკემბერი 2019 11:25
3
ესე იცის რუსების ნდობამ, თვითშეფასება აქვს დაბალი და ინგლისზე უარი თქვა ვერ გავქაჩავო, თან ენის ბარიერი... ისეთი რთულია ინგლისური მხოლოდ ერთეულები სწავლობენ
ზორბეგი
02 დეკემბერი 2019 09:03
2
და ამ ყლ** პრემირლიგაში თამაში უარი თქვა რომ ლოკომოტივში დარჩენილიყო
ლომი
01 დეკემბერი 2019 23:17
6
უეჭველი, ხვიჩას კაზანში გადასვლის გამო დასაჯა სიომინმა საბა.
ფერნანდო
01 დეკემბერი 2019 22:30
3
რაღაც კავშირია კვარაცხელიას ტრანსფერს და საბას პრობლემას შორის. თითქოს სჯიან.
გია
01 დეკემბერი 2019 21:43
1
მანდ რაღაც სხვა ამბავია თორე ბებერ და დირკა ჰიოვედესს არ ამჯობინებდა სიომინი საბას. თუმცა საბას სააშკარაოზე არ გამოაქ შიდა სამზარეულო და ამჯობინებს მშვიდობიანად დაშორდეს კლუბს ზამთარში
BOSS
01 დეკემბერი 2019 20:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული