ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძე ფიზიკურად და მენტალურად მზადაა და მის შემადგენლობაში შეყვანას ვაპირებ

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე სულ უფრო ახლოსაა "გენტის" ფორმით ოფიციალურ შეხვედრაში დაბრუნებასთან და აღნიშნულ საკითხზე ბელგიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დანიელმა ჯეს ტორუპმაHet Nieuwsblad-თან ისაუბრა.

"გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ახლოსაა მოედანზე გასვლასთან. ის, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად მზად არის. მე უახლოეს შეხვედრაში მის შემადგენლობაში შეყვანას ვაპირებ,"- თქვა მწვრთნელმა.

გიორგის ტრავმის შემდგ "გენტში" კონკურენცია გაიზარდა. განსაკუთრებით გაიხსნა ჯონათან დეივიდი და კანადელი 10-ნომრის პოზიციაზე თავს მშვენივრად გრძნობს. ჩვენ გიორგის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, თუმცა ქართველ შემტევს, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის ახალ ფორმაციაში ადგილის დასამკვიდრებლად.

ასევე დაგაინტერესებთ