"პოგონთან" წარუმატებელი მატჩის (1:3) შემდეგ კრიტიკამ "ლეგიას" ნახევარმცველ ვაკო გვილიაზე დადებითად იმოქმედა - მან ჯერ ექსტრაკლასას მე-17 ტურში "კორონას" გაუტანა გოლი, დღეს კი თასის 1/8 ფინალში ლეცნას "გურნიკს".
მეორე ლიგის გუნდთან გასვლით მატჩში არმიელთა მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მან მე-40 წუთზე ანგარიში გახსნა. 49-ე წუთზე თავდამსხმელმა ხოსე კანტემ მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, 75-ე წუთზე გვილია შეცვალეს.
"ლეგიამ" 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.