ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნუ დარჩებით მარტო სახლში - "ლეგია" გულშემატკივრებს "მარტო სახლშის" ახალი "პერსონაჟით", გვილიათი ეპატიჟება

AutoSharing Option
14 დეკემბერს, წლის ბოლო საშინაო მატჩში ვაკო გვილიას "ლეგია" გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლას" დაუპირისპირდება და ვარშავულმა კლუბმა საკუთარ საიტზე ერთობ ორიგინალური პოსტერი გამოაქვეყნა.

პოსტერზე გვილია და გუნდის პორტუგალიელი მცველი ლუიშ როშა ფილმ "მარტო სახლშის" გმირებს "განასახიერებენ".

"დეკემბრის საღამოს სჯობია სახლში არ დარჩეთ მარტო. ეს წელს არმიელთა უკანასკნელი საშინაო შეხვედრაა. დაეხმარეთ გუნდს მორიგი გამარჯვების მოპოვებაში. მოდით 14 დეკემბერს სტადიონზე. ნუ გადადებთ ვიზიტს, შემდეგი თამაში ჩვენს არენაზე ხომ თითქმის ორი თვის მერე ჩატარდება. მოდით, გავავსოთ სტადიონი და ფეხბურთელებთან ერთად კიდევ 3 ქულა
მოვიპოვოთ. ჩვენ საახალწლო საჩუქრების სახით გოლების იმედი გვაქვს", - წერს საიტი.