ბუდუ ზივზივაძემ 117-ე წუთზე გატანილი გოლით "მეზოკოვეშდი" 1/8-ფინალში გაიყვანა

AutoSharing Option
უნგრეთში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე.

4 დეკემბერს, უნგრეთის თასი 1/16-ფინალში ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა" გასვლაზე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "დიორ ეტო".

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა, ტემპერატურა -2 გრადუსი იყო, მოედანი კარგ მდგომარეობაში არ იყო და თამაში ჭირდა, ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებით დროში მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის პენალტით გათანაბრება მოახერხეს და საქმე თერთმეტმეტრიანის სერიამდე მიდიოდა, მაგრამ 117-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.

რაც შეეხება ჩემპიონატს, "მეზოკოვეშდი" 28 ქულით მესამე ადგილზეა და 7 დეკემბერს
"დიოშდიორს" უმასპინძლებს.

ბუდუ ჩემპიონატზე გატანილი 6 გოლით გუნდის ბომბარდირია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეზო რა? რა გუნდებში თამაშობენ ეს ჩვენი ლეგიონერები გამოთქმაც რო ძნელია, აღარაფერს ვამბობ კლასზე, ცნობადობაზე, ევროტურნირებზე. ეს მეზო რაღაც უნგრეთის 25 მოყვარულთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის ხო?
dadu
05 დეკემბერი 2019 12:42
6
გუნდი უნგრეთის უმაგლეს ლიგაში, მესამე ადგილზეაო გარკვევით წერია, პლიუს ეუროპა ლიგის საგზურისთვიოს იბრძოლებს მინიმუმ და თქვენ თუ გამოთქმის პრობლემა გაქვთ ქართველმა ფეხბურთელებმა მგის მიხედვით უნდა აირჩიონ გუნდები?
qartuli fexburti
05 დეკემბერი 2019 23:04
0
კარგია რომ ერკვევა კაცი
მზეო
05 დეკემბერი 2019 16:01
0
ბუდუს წარმატებები მინდა ვუსურვო! მიხარია ქართველის წინსვლა და პროგრესი ღმერთმა შემართება და მფარველობა არ მოაკლოს ბუდუს და ყველას, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს: გაგვიხარდება ესეთი წარმატებული თუ იქნებით ყველა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
05 დეკემბერი 2019 04:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული